პროექტები

ხიდი

ხიდი – პირველი ქართულ-თურქული ნამუშევარია, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი.  იგი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც ცნობილი თურქი ექიმის, ისმედ დინდერ-მიქელაძის წინაპარს გადახდა თავს. ფილმში თავად ისმედ დინდერ-მიქელაძეც მონაწილეობს. მთავარ როლში ცნობილი თურქი მსახიობი ემრე კიზილიმარკია.

ტერცო მონდო

ტერცო მონდო – სამი მეგობრის, სამი ეპოქისა და სამი სიყვარულის ევროპული ისტორიაა, რომელიც  ქართული კინოს დამსახურებული რეჟისორის – მერაბ კოკოჩაშვილის გახლავთ.  საპროდიუსერო კომპანია – ქართული ფილმი. ტრეილერი/ედითინგი – ელია ფარსადანიშვილი, ხათუნა ხუნდაძე. მუსიკა – მანანა ხუნდაძე-ლემანი. 

ნუცას სკოლა

„ნუცას სკოლა” — 2000 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია მერაბ კოკოჩაშვილი.

მწვერვალი

მწვერვალი 1976 წელს გადაღებული სათავგადასავლო ჟანრის ფილმია, რომლის დამდგმელი რეჟისორი  მერაბ კოკოჩაშვილია. სიუჟეტი: ქართველი და უცხოელი ალპინისტები მწვერვალს ლაშქრავენ. სპორტსმენებს ამინდი არ სწყალობთ. სტიქიასთანბრძოლაში ინგლისელი ალპინისტი იღუპება

დიდი მწვანე ველი

დიდი მწვანე ველი 1967 წელს გადაღებული ფილმია მერაბ კოკოჩაშვილის რეჟისორობით.  სიუჟეტი: მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. აქ მისი სამყაროა. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. მაგრამ გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოფელში დაბრუნების მომხრეა მისი ცოლიც, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა სწყურია.  მაგრამ სოსანა თავისი სამყაროს …

დიდი მწვანე ველი Read More »

ბუბა

დოკუმენტური ფილმი “ბუბა” 1930 წელს არის გადაღებული, მისი რეჟისორი ნუცა ღოღობერიძეა.  ფილ­მი რა­ჭას და რაჭ­ვე­ლებს ეძღვნე­ბა და მას­ში ამ კუ­თხის რო­გორც ყოფა-ცხოვ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ასე­ვე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ქვა­თაც­ვე­ნა, ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ცხოვ­რე­ბა მდი­ნა­რის სი­ახ­ლო­ვეს და ისიც, თუ რო­გორ მი­ვი­და შოვი სა­კუ­რორ­ტო ეტა­პამ­დე.