Production
EQUIPMENT
რენტალი – გაქირავება აპარატურა / ტექნიკური აღჭურვილობა დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს ერთი ქვეყნიდან მეორეში ტექნიკური აღჭურვილობის შეტანა, მაგრამ გაცილებით ეკონომიურია ადგილზე არსებული ტექნიკის გამოყენება. მით უმეტეს რომ საქართველოში დღეს ხელმისაწვდომია ფილმის შესაქმნელად საჭირო ყველა მაღალი სტანდარტის აპარატურა, რაც კი დღეს წამყვან კინოწარმოებაში გამოიყენება.
PAVILION RENTALS
პავილიონის გაქირავება 1. სამუშაო სივრცე – 720 კვ.მ. (30მ X 24მ), სიმაღლე ზედა მოედნებამდე – 7,40 მ. ელექტრო ენერგია – 120 კვტ. (3 ფაზა) 2. პავილიონის დამხმარე ორი ოთახი / თითო 35 კვ.მ. 3. პავილიონთან მიმდებარედ მდგომი ორი ფართი / თითო 136 კვ.მ. (ყველა კომუნიკაციით) პავილიონები აღჭურვილია გადასაღები პროცესის წარმოებისთვის საჭირო ყველა საშუალებით.
PROPS
ფონდი აღჭურვილია უნიკალური კოლექციით, დაწყებული ანტიკური ეპოქიდან-დღემდე: ავეჯი, ხალიჩები, ჭაღები, მცირე და დიდი ზომის რეკვიზიტები, ყველა ეპიქისა უნიკალური სამოქალაქო, საკულტო და სამხედრო კოსტუმები, (70 000-ზე მეტი ერთეული), როგორც მამაკაცის ასევე ქალის. კოსტუმები გამოყენებულ იქნა სპექტაკლებში, რეკლამებში, სატელევიზიო და მხატვრულ ფილმებში: „გიორგი სააკაძე“(რეჟ: მიხეილ ჭიაურელი), „ბაში-აჩუკი“(რეჟ: ლეო ესაკია), „მამლუქი“(რეჟ: დავით რონდელი), „მონანიება“ (რეჟ. თენგიზ აბულაძე), „დიდოსტატის …
ARMORY
გადაღებებზე მასიურ სცენებს ვუზრუნველყოფთ იარაღით. ქირავდება: როგორც ცალკე რეკვიზიტად, ასევე მომსახურეობასთან ერთად. საიარაღოს ემსახურებიან პროფესიონალი სპეციალისტები.მომსახურეობა მოიცავს: საიარაღო განყოფილებაში არსებობს უნიკალური, გაუვნებელყოფილი, სარეკვიზიტო და ბუტაფორიული იარაღი საერთო რაოდენობით 2500 ეგზემპლიარი დაწყებული მე-17 საუკუნიდან -თანამედროვე ეპოქამდე
LOCATIONS
გადაღებისთვის მდებარეობის არჩევას მხატვრული და დოკუმენტური ფილმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ამოცანის განსახორციელებლად, რასაც პროექტის შემქმნელები ისახავენ მიზნად. შემოქმედებით ჯგუფებს ფართო შესაძლებლობებს ვთავაზობთ მართლაც საოცარი და უნიკალური ადგილების მოსაძიებლად. სპეციალისტები, რომლებიც კარგად ერკვევიან ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტურ და კლიმატურ თავისებურებებში, არა მხოლოდ მოგაძებნინებენ თქვენთვის სასურველ ადგილებს, არამედ გარკვეულ რჩევასაც მოგცემენ არჩევანის გაკეთებისას. საქართველოს ბუნების უნიკალურობა იმაშიც …