Заключительный микс и форматирование

ლაბორატორიაში მიმდინარეობს კინოფირის შემოწმება, წმენდა და ფიზიკური აღდგენა. ძველი, საარქივო ფირები საჭიროებენ პერიოდულ შემოწმებას, დატენიანებას, წმენდას და დახარისხებას. ყველა  ეს პროცედურა ხდება ხელით სუფთა დანადგარებზე და მოწმდება სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს ფირთან მუშაობის  20  წლიანი და მეტი გამოცდილება. სკანირებამდე ყველა ეს პროცესი აუცილებლად გასავლელია.