საბოლოო მიქსი და ფორმატირება

კინოსტუდია “ქართული ფილმი” ამზადებს სპეციალურ ეტალნურ დარბაზს, სადაც შესაძლებელი იქნება ხმისა და გამოსახულების საბოლოო შერწყმა, ტესტირება და სასურველ ფორმატში გადატანა. ტესტირების შემდეგ აღმოჩენილი ნებისმიერი წუნი ან არასასურველი ფრაგმენტი შესწორდება შესაბამისი მიმართულების მქონე სპეციალისტის მიერ და მოხდება ხელახალი სატესტო ჩვენება, მანამ სანამ დამკვეთი არ დარჩება კმაყოფილი. დარბაზში შესაძლებელი იქნება დახურული ჩვენების მოწყობაც სპეციალურად მოწვეული სტუმრებისათვის.