ისტორია

ისტორია

საქართველოში კინემატოგრაფიის ისტორია იწყება ევროპულის პარალელურად.

1908 წელი _ ეს თარიღი ოფიციალურად აღინიშნება ქართული კინოს შექმნის თარიღად. ამ დროიდან იწყება ქართული კინოფილმების წარმოების ისტორია, რომლის პიონერები იყვნენ ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი). მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები ძირითადად ასახავდა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით”, „ბაქოს ბაზრები”, „ქუთაისის პეიზაჟები” და სხვ.

1812 წელს ქალქ ქუთაისში, კინოთეატრი „რადიუმში”შედგა პრემიერა ვასილ ამაშუკელის სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმისა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”

1916 წელს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებულ იქნა პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე”.

1918 წელს ბელგიური კინოფირმა „ფილმე”-ს მეშვეობით თბილისში იქმნება პირველი კინოსტუდია.

1923 წელს სტუდია ,,ფილმეს’’  სტუდიის ბაზაზე დაარსდა სს „სახკინმრეწვი”.

1928 წელს შექმნა კინოქრონიკის სექტორი.  ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებულია 200-მდე მხატვრული და ქრონიკალურ-დოკუმენური ფილმი.

1930 წელს გადაღებულ იქნა პირველი ანიმაციური ფილმი „გაზაფხული” – რეჟ. ვლადიმერ მუჯირი.

1932 წელს შეიქმნა საქართველოში პირველი ხმოვანი მხატვრული ფილმი  “როტე ფანე”- რეჟ. ლეო ესაკია.

1938 წელს „სახკინმრეწვს” ეწოდა „თბილისის კინოსტუდია”.

1947 წელს გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია, სადაც გადაღებულ იქნა პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი “რობინზონ კრუზო”.

1951 წლიდან თბილისის კინოსტუდია იწყებს ფერადი ფილმების წარმოებას.

1953 წელს თბილისის კინოსტუდიას ეწოდა კინოსტუდია  „ქართული ფილმი”.

1956 წლიდან  საქართველოს ტელევიზიის მაუწყებლობის გახსნიდან იწყება სატელევიზიო ფილმების სტუდიის არსებობაც.

1958 წელს ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია.
1992 წელს სახელმწიფო მეთაურის  განკარგულებით  შეიქმნა დახურული ტიპის  სააქციო საზოგადოება  ,,ქართული ფილმი”-სამართალმემკვიდრე 1912 წლიდან არსებული ყველა ქონებრივი და ინტელექტიალური საკუთრებისა.

ქართული კინოს 110 წლიანი ისტორიის მანძილზე კინოსტუდია ქართული ფილმის ბაზაზე შექმნილია 900-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარი ფილმი და 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი. ქართულ კინოში დასაბამიდან დღემდე მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული კინემატოგრაფისტები, როგორიცაა ალ. წუწუნავა , ა. დიღმელოვი (დიღმელაშვილი), კ. მარჯანიშვილი, ვ. ბარსკი, ივ. პერესტიანი, მ. კალატოზოვი (კალატოზიშვილი), ნ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, დ. რონდელი, ვ. ტაბლიაშვილი, ნ. სანიშვილი, რ. ჩხეიძე, ო. იოსელიანი, ე. შენგელაია, ლ. ღოღობერიძე , ს. ფარაჯანოვი, გ. შენგელაია, მ. კოკოჩაშვილი, თ. აბულაძე, ირ. კვირიკაძე, ნ. ჯორჯაძე, თ ბაბლუანი და სხვ.

ქართულმა კინომ  თავისი არსებობის მანძილზე აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თითქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ობერჰაუზენი, ვენეცია, რომი, მოსკოვი და სხვანი და ხვანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ განიცადა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. არ არის გასაკვირი, რომ კრიზისმა გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზეც. ტექნიკოსები და მსახიობები დაითხოვეს სამსახურიდან. კინოს მწარმოებელი სამსახურები ან დახურეს, ან მათი დაფინანსება მინიმუმამდე დაიყვანეს. თითქმის 20 წლის მანძილზე კინოსტუდია „ქართული ფილმი“ არ განიცდიდა ტექნიკურ განახლებას და ფილმწარმოება მინიმუმამდე დავიდა.

ამჟამად ახალი მენეჯმენტითა და განახლებული ინფრასტრუქტურით კინოსტუდიამ

“ქართული ფილმი” დაიწყო ახალი ცხოვრება.

 

 

ქართული კინო  საერთასშორისო ფორუმებზე:

 

1911 წელს  პარიზის  ეკრანებზე  პირველად  იქნა  ნაჩვენები ვასილ ამაშუკელისა  და  ალ. დიღმელოვის (დიღმელაშვილის)  მოკლემეტრაჟიანი  ქრონიკები
1924  წლს პარიზისა  და ლიონის  საერთაშორისო  გამოფენაზე  პირველად  ნავენები იქნა ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმები  ,,სურამის  ციხე’’-რეჟ: ივ. პერესტიანი-1922წ.  ,,არსენა ჯორჯიაშვილი“-რეჟ.-რეჟ: ივ. პერესტიანი-1921წ.  ,,მოძღვარი’’–რეჟ: ალ, ბარსკი-1923წ.
1924  წლიდან  იწყება  ქართული  კინემატოგრაფიის  ტრიუმალური სვლა  მსოფლიოს  კინოფორუმებზე…….. კანი, ბერლინალე, ობერჰაუზენი, ვენეცია, რომი, მოსკოვი, ჩიკაგო, გაბროვო  და სხვანი და ხვანი. (დაემატება დაზუსტებული ფილმების ჩამონათვალი1926 წლიდან დღემდე)

 

 

ქართული ფილმის ფონდები:

ფირსაცავი-

 

800 მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი,1500-მდე დოკუმენტური და 600- მდე ანიმაციური და დიაპოზიტიური ფილმების  საწყისი მასალები და ასლები 87.000 კოლოფი

მხატვრული ფონდი-

 

ესკიზები-მხატვრული ფილმების კოსტუმები , ექსტერიერები, ინტერიერები, კადრირება…1000 – ზე  მეტი  ნამუშევარი
ანიმაციური და დიაპოზიტიური ფილმების ესკიზები–2000-ზე  მეტი  ნამუშევარი
ორიგინალი  კინოაფიშები–300 ცალი
ფოტოსურათები და  ფოტონეგატივები  ფილმებიდან  და გადასაღები მოედნებიდან-60,000 ცალი
სცენარები და სამონტაჟო ფურცლები- 500 ფილმი.
დაუსრულებელი და გადაუღებელი ფილმების  სცენარები-200 ფილმი.