ხათუნა ხუნდაძე

ხათუნა ხუნდაძე, ქართველი რეჟისორი, დაიბადა თბილისში, სამედიცინო განათლების მერე (ექიმი პედიატრი), განათლება კულტურის განხრით გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, რომელიც ხელოვნების მაგისტრის ხარისხით დაასრულა, როგორც მოქანდაკემ და თავისუფალმა ხელოვანმა. გერმანიაში მან განათლება კულტურის მენეჯმენტის განხრითაც მიიღო და მოღვაწეობდა როგორც კულტურის მენეჯერი, თავისუფალი ხელოვანი და გამოფენების კურატორი, დაარსა არაპროფესიონალი ხელოვანების გალერეა. წლების მანძილზე ხათუნა ხუნდაძე ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა კულტურის სხვადასხვა განხრით და ამზადებდა რეპორტაჟებს საქართველოს ტელევიზიებისთვის.

2012 წლის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის სტატუსით. 2013 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტს, მისი ხელშეწყობით არაერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელდა და არაერთ იდეას ჩაეყარა საფუძველი. ხათუნა ხუნდაძე საჯარო სამსახურის პარალელურად სწავლას საგრელებდა, შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში“, კინორეჟისურის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა, ასევე ხელოვნების მაგისტრის ხარისხით და სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის დოქტორატურაში.

დღეს ხათუნა ხუნდაძე, სს. „ქართული ფილმის“  პირველი ქალი დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) და ქართული კინოს განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეა.

ხათუნახუნდაძე, khatunakhundadze