პრე-პროდაქშენი

როგორც მრავალდარგოვანი კინოწარმოების კომპანია  ჩვენ გთავაზობთ სერვისის ფართო სპექტრს, რომლის პაკეტის შედგენა დამოკიდებულია კლიენტის   და მისი პროექტის სპეციფიკის თავისებურებებზე.

 

ბიუჯეტი და გრაფიკი

ბიუჯეტის და გრაფიკის შესაბამისი ფორმით შედგენა ფილმის დაგეგმარების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ დროულად გავაკეთებთ თქვენი პროექტის ანალიზს, რის შემდეგაც შევადგენთ ეფექტურ ბიუჯეტს და  ოპტიმალურ გრაფიკს.

 

დეკორაცია  და კონსტრუირება

გნებავთ ეკრანზე აჩვენოთ ბუნებრივი კატასტროფა, ან სამოთხის ჰარმონია, ელინისტური სასახლე თუ ომის დროინდელი კატაკომბები? ამის შექნას თავისუფლად მოახერხებენ ჩვენი მხატვრები და მაღალკვალიფიციურ კონსტრუქტორთა ჯგუფები, მასშტაბური და ორგანიზებული მუშაობის შედეგად. ეს კი მოხდება თქვენი ამოცანებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.. ქართულ კინოს  დეკორაციის და კონსტრუირების მრავალწლოვანი გამოცდილება აქვს (გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან  მოყოლებული), მითუმეტეს დღეს, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში ეს პროცესი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ნოვატორული გახდა ჩვენთვის სპეციალისტებისთვის…