რეკვიზიტი

რეკვიზიტები

ფონდი აღჭურვილია უნიკალური კოლექციით, დაწყებული ანტიკური    ეპოქიდან-დღემდე: ავეჯი, ხალიჩები, ჭაღები, მცირე და დიდი ზომის რეკვიზიტები, ყველა ეპიქისა  უნიკალური სამოქალაქო, საკულტო და სამხედრო კოსტუმები, (70 000-ზე მეტი ერთეული), როგორც მამაკაცის ასევე  ქალის.     კოსტუმები გამოყენებულ იქნა სპექტაკლებში, რეკლამებში, სატელევიზიო და მხატვრულ ფილმებში: „გიორგი სააკაძე“(რეჟ: მიხეილ ჭიაურელი), „ბაში-აჩუკი“(რეჟ: ლეო ესაკია), „მამლუქი“(რეჟ: დავით რონდელი), „მონანიება“ (რეჟ.  თენგიზ აბულაძე), „დიდოსტატის მარჯვენა“(რეჟ: ვახტანგ ტაბლიაშვილი), „ქეთო და კოტე“(რეჟ: ვახტანგ ტაბლიაშვილი), „ჭრიჭინა“(რეჟ: სიკო დოლიძე), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“(რეჟ: რევაზ ჩხეიძე)  და სხვა.