გამოსახულების რესტავრაცია

ფირზე შემონახულ გამოსახულებას შესაძლოა გააჩნდეს შემდეგი ტიპის ხარვეზები: მტვერი, ლაქები, ნაკაწრები, ვუალი (გამოსახულების გაფერმკრთალება), რომელიმე დომინანტური ფერის პრობლემა, ცუდი შეწებება გადამბებს შორის, ფირის ხტომა სკადრო ჩარჩოში, გაცვეთილი ან დახეული პერფორაციები და სხვა. ამ პრობლემების მოგვარება ხდება პირველ რიგში ფიზიკური ჩარევით, ხოლო შემდეგ ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიებით. რამდენიმე სპეციალისტისგან შემგდარი ჯგუფი მუშაობს ამ ხარვეზების გამოსწორებაზე, რათა ფილმმა დაიბრუნოს საწყისისი იერსახე. ფილმის კორექციებს საბოლოო ციფრული პროდუქტის მისაღებად სასურველია ესწრებოდეს ფილმზე მომუშავე რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი ან სპეციალური კომისია, რათა მოხდეს საკითხის შემოქმედებითი შეფასება და ფილმმა არ დაკარგოს ის ესთეტიკა, რაც ავტორებმა მისი შექმნისას ჩაიფიქრეს.