ხმის რესტავრაცია

ხმის რესტავრაციის პირველი საფეხური არის ოპტიკური ან მაგნიტური ფირის მაღალხარისხიან ციფრულ ფორმატში გადატანა, რასაც მოყვება მისი გასუფთავება, ციფრული დამუშავება, ნაკლოვანი მხარეების გამოსწორება და ა. შ. ნაკლული ან დაზიანებული ნაწილების შემთხვევაში ხდება მათი შევსება სხვა შესაძლო ასლებიდან (თუნდაც უფრო დაბალო ხარისხის) ან გამოუვალ შემთხვევებში თავიდან გადახმოვანება, რათა შეივსოს და არ აცდეს ხმა გამოსახულებას. რესტავრაციის დასრულების შემდეგ ფილმის გამოსახულებასთან სრული შეჯერება და ტესტირება სპეციალურ დარბაზში. ამის შემდეგ თუ რამე ხარვეზი აღმოჩნდება ფილმის რომელიმე ნაწილში, ის უბრუნდება სპეციალისტს შესასწორებლად.

კინოსტუდიაში შესაძლებელია მუშაობა შემდეგ აუდიოფორმატებზე:

  • 1/4 ” მაგნიტური ფირის ჩაწერა (სრული, ნახევარი, მეოთხედი, Nagra 2 track; 1 7/8, 3¾, 7½, 15 IPS)
  • ოპტიკური დისკები (CD Rom, DVD, Mini Disc)
  • ვიდეოკასეტის გადაწერა
  • 16 მმ და 35მმ ოპტიკური ფირის ხმის გადაწერა.
  • 16მმ და 35 მმ მაგნიტური ფირის ხმის გადაწერა.