სტრუქტურა

სტრუქტურა  

დღეისათვის „ქართული ფილმი“ არის სააქციო საზოგადოება, რომლის ერთადერთი აქციონერი არის შ.პ.ს. “ქართული კინოს განვითარების ცენტრი”.

სააქციო   საზოგადოებას “ქართული ფილმი”  მართავს დირექტორთა საბჭო, ხათუნა ხუნდაძის, გიორგი ხარებავასა და ერეკლე ბადურაშვილის შემადგენლობით.

შ.პ.ს. „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ (დირექტორი- მერაბ კოკოჩაშვილი, მოადგილე-ხათუნა ხუნდაძე) დამფუძნებელი არის სსიპ “სახელმწიფო ქონების  ეროვნული  სააგენტო”.

შ.პ.ს. “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” საქმიანობას თვალ-ყურს ადევნებს სამეთვალყურეო   საბჭო,   რომელიც   ცნობილი   ქართველი   რეჟისორებისა   და ქართული კინოს ქომაგებისგან შედგება: თავმჯდომარე რამაზ ხოტივარი, წევრები: ელდარ შენეგელაია, ალექსანდრე რეხვიაშვილი, მიხეილ კობახიძე, გოგა ხაინდრავა, გიორგი ოვაშვილი, ლევან კოღუაშვილი, ლევან თუთბერიძე, ოთარ ლითანიშვილი.

ს.ს. “ქართული ფილმი” არის  შ.პ.ს. „ ქართული ფილმი- უძრავი ქონება“-ს (დირექტორი მურმან ჯავახიშვილი) დამფუძნებელი და 100 % წილის მესაკუთრე.