ტრანსფერი

ვიდრე არ გაიგებ რა ვიდეომასალას ფლობ შენს არქივში,  რთულია გაიგო მისი ღირებულება და მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე მისგან გენერირებული შემოსავლების შეფასება. დრო კი ულმობელია ვიდეოფირის მიმართ, ამასთან მისი ხშირი გამოყენებაც იწვევს მის გაფუჭებას. ზოგჯერ ის კასეტაში დაგლეჯილია, ან მოშორებულია კოჭს, რადგან ვიდეოფირის შემადგენლობაში არის რკინის ოქსიდი პლასტიკური დაფენით. ის იშლება  სხვადსხვა ადგილზე  და გამოსახულება ხდება ალაგ-ალაგ უხილავი და დაზიანებული.

როგორც წესი ამ დროს პრობლემები იმატებს. მაგრამ ის ვიდეოფირებიც კი რომლებიც კარგად არის შენახული და მოვლილი, დროთა განმავლობაში მაინც კარგავენ ხარისხს.

ყველა ფირის ფორმატი იყენებს თავის ფლეიერს, ანუ გამშვებს, საიდანაც ხდება ანალოგიური სიგნალების აღდგენა, რაც მიმდინარეობს  ტაიმკოდის კორექტორით, ყველა ეს პროცესი მიმდინარეობს სუფთა, დაცულ  უსაფრთხო გარემოში.

ჩვენ გადაგვაქვს AVI ან Quicktime ფაილი მყარ დისკზე საარქივო  სივრცეში შენახვისთვის.    ვაწარმოებთ  ხელმისაწვდომ  საარქივო ასლებს  ყველა სახის გარე მედია საშუალებისთვის., მათ შორის DVD ან Blu-ray დისკებზე. .