მაია წყნეთელი — 1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე.
სიუჟეტი : მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაიაყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათე თავზე ხელაღებული სიმამაცისთვის, სიმარჯვისათვის, ალერსიანი სიმღერებისათვის უყვარდათ.
მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.