ბუბა დოკუმენტური ფილმი “ბუბა” 1930 წელს არის გადაღებული, მისი რეჟისორი ნუცა ღოღობერიძეა. ფილმი რაჭას და რაჭველებს ეძღვნება და მასში ამ კუთხის როგორც ყოფა-ცხოვრების, ტრადიციების ამსახველი ეპიზოდებია ნაჩვენები, ასევე მეწყრული პროცესები, ქვათაცვენა, ხე-ტყის მოპოვება, საფრთხის შემცველი ცხოვრება მდინარის სიახლოვეს და ისიც, თუ როგორ მივიდა შოვი საკურორტო ეტაპამდე.