დიდი მწვანე ველი

დიდი მწვანე ველი 1967 წელს გადაღებული ფილმია მერაბ კოკოჩაშვილის რეჟისორობით. 

სიუჟეტი: მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. აქ მისი სამყაროა. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. მაგრამ გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოფელში დაბრუნების მომხრეა მისი ცოლიც, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა სწყურია.  მაგრამ სოსანა თავისი სამყაროს ერთგული რჩება.