გადაღებისთვის მდებარეობის არჩევას მხატვრული და დოკუმენტური ფილმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ამოცანის განსახორციელებლად, რასაც პროექტის შემქმნელები ისახავენ მიზნად. შემოქმედებით ჯგუფებს ფართო შესაძლებლობებს ვთავაზობთ მართლაც საოცარი და უნიკალური ადგილების მოსაძიებლად. სპეციალისტები, რომლებიც კარგად ერკვევიან ჩვენი ქვეყნის ლანდშაფტურ და კლიმატურ თავისებურებებში, არა მხოლოდ მოგაძებნინებენ თქვენთვის სასურველ ადგილებს, არამედ გარკვეულ რჩევასაც მოგცემენ არჩევანის გაკეთებისას.
საქართველოს ბუნების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ 70 000 კმ2 გადაჭიმული ქვეყანა სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებს მოიცავს და თითქმის ყველა ტიპის ჰავაა, ალპურიდან დაწყებული, უდაბნოს ჰავით დამთავრებული. ამის გამო დილას თოვლიან მწვერვალთან მდგარი გადამღები ჯგუფი, შუადღეს უდაბნოს პაპანაქებას მიუსწრებს, ხოლო საღამოს თავისუფლად შეძლებს შავ ზღვაზე ჩამავალი მზის ხილვას. მოკლე დროში ამ განსხვავებული სპეციფიკის მქონე წერტილების ათვისება თავისთავად ენერგიისა და ფინანსების რაციონალური გამოყენების საწინდარია…ლოკაციების შესარჩევად მეგზურობას გაგიწევენ ლოკაციის მენეჯერები, ეკა ხორგუაშვილი და ელია ფარსადანიშვილი.