აღდგენილი ფილმები

ნუცას სკოლა

„ნუცას სკოლა” — 2000 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია მერაბ კოკოჩაშვილი.

მწვერვალი

მწვერვალი 1976 წელს გადაღებული სათავგადასავლო ჟანრის ფილმია, რომლის დამდგმელი რეჟისორი  მერაბ კოკოჩაშვილია. სიუჟეტი: ქართველი და უცხოელი ალპინისტები მწვერვალს ლაშქრავენ. სპორტსმენებს ამინდი არ სწყალობთ. სტიქიასთანბრძოლაში ინგლისელი ალპინისტი იღუპება

დიდი მწვანე ველი

დიდი მწვანე ველი 1967 წელს გადაღებული ფილმია მერაბ კოკოჩაშვილის რეჟისორობით.  სიუჟეტი: მწყემსი სოსანა მთელ დღეებს ნახირში ატარებს ველზე. აქ მისი სამყაროა. სოფლიდან ცოლ-შვილსაც ჩამოიყვანს. მაგრამ გეოლოგები ველზე ნავთობს აღმოაჩენენ. იქ, სადაც ნახირი ძოვს, ჭაბურღილები უნდა აღიმართოს. კოლმეურნეობა მოითხოვს, სოსანამ ჯოგი ფერმას ჩააბაროს. სოფელში დაბრუნების მომხრეა მისი ცოლიც, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა სწყურია.  მაგრამ სოსანა თავისი სამყაროს …

დიდი მწვანე ველი Read More »

ბუბა

დოკუმენტური ფილმი “ბუბა” 1930 წელს არის გადაღებული, მისი რეჟისორი ნუცა ღოღობერიძეა.  ფილ­მი რა­ჭას და რაჭ­ვე­ლებს ეძღვნე­ბა და მას­ში ამ კუ­თხის რო­გორც ყოფა-ცხოვ­რე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ეპი­ზო­დე­ბია ნაჩ­ვე­ნე­ბი, ასე­ვე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, ქვა­თაც­ვე­ნა, ხე-ტყის მო­პო­ვე­ბა, საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ცხოვ­რე­ბა მდი­ნა­რის სი­ახ­ლო­ვეს და ისიც, თუ რო­გორ მი­ვი­და შოვი სა­კუ­რორ­ტო ეტა­პამ­დე.

არდადეგები

რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის 1962 წლის მხატვრული ფილმი. ფილმი არდადეგებზე სოფლად ჩასულ ანც და-ძმაზე მოგვითხრობს, რომელთაც გულით სურთ მინდორსა და ბაღ-ვენახებში განავარდება, მაგრამ მამის მკაცრი რეჟიმისათვის თავი ვერ დაუღწევიათ და იძულებულნი არიან მთელი დღეები მეცადინეობაში გაატარონ. ბოლოს და ბოლოს მამა უთმობს შვილებს და ლაღად მიუშვებს საყვარელ ადგილებში სანავარდოდ

მაია წყნეთელი

მაია წყნეთელი — 1959 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. სიუჟეტი : მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაიაყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათე თავზე ხელაღებული …

მაია წყნეთელი Read More »