ჩვენს შესახებ

    სს “ქართული ფილმი” გთავაზობთ მხატვრული, დოკუმენტური ფილმებისა და სარეკლამო რგოლების წარმოების ყველა ეტაპის უზრუნველყოფას. ჩვენი პროფესიონალები თქვენ პროექტს კოორდინირებას გაუწევენ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ კინოპროფესიონალებს. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამცდილება კინოწარმოების ყველა ეტაპზე: გადაღების წარმოების უფლების მოპოვების, გადამღები ჯგუფების კოორდინირების, მსახიობთა შერჩევის, აგრეთვე ყველა სხვა სახის პროფესიული და ლოგისტიკური ასპექტის ჩათვლით.
    ჩვენი გამოცდილი, მენეჯერები თქვენთვის შეარჩევენ შესაბამის გადასაღებ ადგილებს: კავკასიოინის მწვერვალებიდან უდაბნოებამდე, შავი ზღვის თვალწარმტაცი სანაპიროდან – კლდოვან პეიზაჟებამდე, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მრავალფეროვან ურბანულ ატმოსფეროში. ვინაიდან საქართველოს ტერიტორია მცირეა, თქვენ შეგიძლიათ ის ავტომობილით ერთ დღეში შემოიაროთ, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა, თქენი გადასაღები დღე იყოს დაგეგმილი მაქსიმალურად ეფექტურად ისე, რომ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბუნების გადაღება მოასწროთ. ქართული ფილმის გადამღებ ჯგუფს ყველა სახის ბუნების (პეიზაჟის) გადაღების პირობებში მუშაობის სათანადო გამოცდილება აქვს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში არის ბევრი კინო და სატელევიზიო სფეროს პროფესიონალი, რომელსაც უცხოელ პროდიუსერებთან და გადამღებ ჯგუფებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. შეგვიძლია უზრუნველვყოთ თქვენი პროექტისთვის შესაბამისი საუკეთესო გადამღები ჯგუფის შექმნა. ეს იქნება გამოცდილი, ენერგიული პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც თქვენი პროექტის საქართველოში გადაღებული ნაწილისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევას განსაზღვრავს. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ევროპულ ასევე ამერიკულ კინომწარმოებელ კომპანიებთან, რაც სხვადასხვა კულტურულ გარემოში მუშაობის დიდ გამცდილებას გვაძლევს. მოხარული ვიქნებით, გირჩიოთ გადაღების პროცესის ყველა ასპექტის შესახებ საქართველოსთვის და თქვენი პროექტისთვის დამახასიათებელი ყველა სპეციფიკური პირობის გათვალისწინებით. დამატებითი დეტალებისთვის შეგვიძლია მოგაწოდოთ `ქართული ფილმის” გადამღები ჯგუფის სრული სია და აგრეთვე ჩვენ ვებ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ “ქართულ ფილმში” არსებული ტექნიკის ჩამონათვალი და საკონტაქტო მონაცემები, რომ დაგვიკავშირდეთ კონკრეტული შეკითხვებით, რაც დაგეხმარებათ ჩვენი შესაძლებლობების შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვებაში.

ისტორია

1908

ეს თარიღი ოფიციალურად აღინიშნება ქართული კინოს შექმნის თარიღად. ამ დროიდან იწყება ქართული კინოფილმების წარმოების ისტორია, რომლის პიონერები იყვნენ ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი). მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები ძირითადად ასახავდა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით”, „ბაქოს ბაზრები”, „ქუთაისის პეიზაჟები” და სხვ

1912

ქალაქ ქუთაისში, კინოთეატრი „რადიუმში”შედგა პრემიერა ვასილ ამაშუკელის სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმისა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”

1916

რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებულ იქნა პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე”.

1918

ბელგიური კინოფირმა „ფილმე”-ს მეშვეობით თბილისში იქმნება პირველი კინოსტუდია.

1923

სტუდია ,,ფილმეს’’  სტუდიის ბაზაზე დაარსდა სს „სახკინმრეწვი”.

1928

შექმნა კინოქრონიკის სექტორი. ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებულია 200-მდე მხატვრული და ქრონიკალურ-დოკუმენური ფილმი.

1930

გადაღებულ იქნა პირველი ანიმაციური ფილმი „გაზაფხული” – რეჟ. ვლადიმერ მუჯირი.

1932

შეიქმნა საქართველოში პირველი ხმოვანი მხატვრული ფილმი  “როტე ფანე”- რეჟ. ლეო ესაკია.

1938

„სახკინმრეწვს” ეწოდა „თბილისის კინოსტუდია”.

1947

გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია, სადაც გადაღებულ იქნა პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი “რობინზონ კრუზო”.

1951

თბილისის კინოსტუდია იწყებს ფერადი ფილმების წარმოებას.

1953

თბილისის კინოსტუდიას ეწოდა კინოსტუდია  „ქართული ფილმი”.

1956

საქართველოს ტელევიზიის მაუწყებლობის გახსნიდან იწყება სატელევიზიო ფილმების სტუდიის არსებობაც.

1958

ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია.

1994

სახელმწიფო მეთაურის  განკარგულებით  შეიქმნა დახურული ტიპის  სააქციო საზოგადოება  ,,ქართული ფილმი”-სამართალმემკვიდრე 1912 წლიდან არსებული ყველა ქონებრივი და ინტელექტიალური საკუთრებისა.

    ქართული კინოს 110 წლიანი ისტორიის მანძილზე კინოსტუდია ქართული ფილმის ბაზაზე შექმნილია 900-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარი ფილმი და 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი. ქართულ კინოში დასაბამიდან დღემდე მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული კინემატოგრაფისტები, როგორიცაა ალ. წუწუნავა , ა. დიღმელოვი (დიღმელაშვილი), კ. მარჯანიშვილი, ვ. ბარსკი, ივ. პერესტიანი, მ. კალატოზოვი (კალატოზიშვილი), ნ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, დ. რონდელი, ვ. ტაბლიაშვილი, ნ. სანიშვილი, რ. ჩხეიძე, ო. იოსელიანი, ე. შენგელაია, ლ. ღოღობერიძე , ს. ფარაჯანოვი, გ. შენგელაია, მ. კოკოჩაშვილი, თ. აბულაძე, ირ. კვირიკაძე, ნ. ჯორჯაძე, თ ბაბლუანი და სხვ.
    ქართულმა კინომ  თავისი არსებობის მანძილზე აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თითქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ობერჰაუზენი, ვენეცია, რომი, და სხვანი და ხვანი.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ განიცადა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. არ არის გასაკვირი, რომ კრიზისმა გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზეც. ტექნიკოსები და მსახიობები დაითხოვეს სამსახურიდან. კინოს მწარმოებელი სამსახურები ან დახურეს, ან მათი დაფინანსება მინიმუმამდე დაიყვანეს. თითქმის 20 წლის მანძილზე კინოსტუდია „ქართული ფილმი“ არ განიცდიდა ტექნიკურ განახლებას და ფილმწარმოება მინიმუმამდე დავიდა.
    2007-2008 წლებში შეიცვალა ადმინისტრაციული შენობა, გაკეთდა რემონტი და განახლდა აპარატურა, თუმცა წარმოება მაინც არ გაზრდილა. დღეს ს.ს. “ქართულ ფილმს” მართავს ახალი გუნდი, რომელსაც ახალი სტრუქტურული ცვლილებებისა და განვითარების პროექტები გააჩნია.
    ამჟამად ახალი მენეჯმენტითა და განახლებული ინფრასტრუქტურით კინოსტუდიამ “ქართული ფილმი” დაიწყო ახალი ცხოვრება.

ქართული კინო საერთაშორისო ფორუმებზე:

1911 წელს პარიზის ეკრანებზე პირველად იქნა ნაჩვენები ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილის) მოკლემეტრაჟიანი ქრონიკები.
1924 წელს პარიზისა და ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პიველად ნაჩვენები იქნა ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმები “სურამის ციხე” – რეჟ: ივანე პერესტიანი (1922 წ.), “არსენა ჯორჯიაშვილი” – რეჟ: ივანე პერესტიანი (1921 წ.), “მოძღვარი” – რეჟ: ალექსანდრე ბარსკი (1923 წ.).
1924 წლიდან იწყება ქართული კინემატოგრაფიის ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს კინოეკრანებზე.

ქართული ფილმის ფონდები: 

ფირსაცავი – 800 მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი, 1500-მდე დოკუმენტური და 600-მდე ანიმაციური და დიაპოზიტიური ფილმების საწყისი მასალები და ასლები – 87 000 კოლოფი.
მხატვრული ფონდი – მხატვრული ფილმების ესკიზები, კოსტუმები, ექსტერიერები, ინტერიერები, კადრირება 1000-ზე მეტი ნამუშევარი, ანიმაციური და დიაპოზიტიური ფილმების ესკიზები – 2000-ზე მეტი ნამუშევარი. ორიგინალი კინოაფიშები – 300 ცალი. ფოტოსურათები და ფოტონეგატივები ფილმებიდან და გადასაღები მოედნებიდან – 60 000 ცალი. სცენარები და სამონტაჟო ფურცლები – 500 ფილმი. დაუსრულებელი და გადაუღებელი ფილმების სცენარები – 200 ფილმი. 

სტრუქტურა

დღეისათვის „ქართული ფილმი“ არის სააქციო საზოგადოება, რომლის ერთადერთი აქციონერი არის შ.პ.ს. “ქართული კინოს განვითარების ცენტრი”.
სააქციო   საზოგადოებას “ქართული ფილმი”  მართავს დირექტორთა საბჭო ხათუნა ხუნდაძის, გიორგი ხარებავასა და ერეკლე ბადურაშვილის შემადგენლობით.
შ.პ.ს. „ქართული კინოს განვითარების ცენტრის“ (დირექტორი- მერაბ კოკოჩაშვილი, მოადგილე-ხათუნა ხუნდაძე) დამფუძნებელი არის სსიპ “სახელმწიფო ქონების  ეროვნული სააგენტო”.
შ.პ.ს. “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” საქმიანობას თვალ-ყურს ადევნებს სამეთვალყურეო   საბჭო,   რომელიც   ცნობილი   ქართველი   რეჟისორებისა   და ქართული კინოს ქომაგებისგან შედგება: თავმჯდომარე რამაზ ხოტივარი, წევრები: ელდარ შენეგელაია, ალექსანდრე რეხვიაშვილი, მიხეილ კობახიძე, გოგა ხაინდრავა, გიორგი ოვაშვილი, ლევან კოღუაშვილი, ლევან თუთბერიძე, ოთარ ლითანიშვილი.
ს.ს. “ქართული ფილმი” არის  შ.პ.ს. „ ქართული ფილმი- უძრავი ქონება“-ს (დირექტორი მურმან ჯავახიშვილი) დამფუძნებელი და 100 % წილის მესაკუთრე.

მმართველობა

ხათუნა ხუნდაძე

    სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ( ექიმი პედიატრი) სწავლა გააგრძელა გერმანიაში , შტუტტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კერამიკა /ქანდაკების განხრით და დაამთავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით.
    ლუდვიგსბურგის კულტურის მენეჯმენტის ინსტიტუტში მიღებული განათლების (სემინარ ბაზისზე) მუშაობა განაგრძო როგორც გამოფენების კურატორმა და ივენტ მენეჯერმა, პარალელურად მუშაობდა როგორც თავისუფალი ხელოვანი და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა გამოფენებში.
    შტუტგარტში დაარსა არაპროფესიონალ მხატვართა გალერეა და კურირებდა უსახლკარო ხელოვანებს.
    2012 წლის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში, კულტურის მინისტრისმოადგილის რანგში, 2013წლიდან კურირებდა საერთაშორისო ურთიერთობების და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტს ამავე სამინისტროში.
    2012 წლიდან პარალელირ რეჟიმში სწავლა გააგრძელა შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
    ხათუნა ხუნდაძეს გადაღებული აქვს რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმები და ამჟამად მუშაობს ქართველი კლასიკოსი რეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის, სრულმეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერად.
    არის 70 – მდე წიგნის შემდგენელი.
    ხათუნა ხუნდაძე ცხოვრობს და მუშაობს მშობლიურ ქალაქ თბილისში.

მერაბ კოკოჩაშვილი

გიორგი ხარებავა

    დაამთავრა შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (1998).
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გიორგი მოღვაწეობს როგორც რეჟისორი, ოპერატორი, სცენარის ავტორი და მემონტაჟე. პერიოდულად იგი მუშაობდა რეჟისორად ტელეკომპანიებში: საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმედი.
    სწავლობდა ასევე რომის ნაციონალურ კინოსკოლაში; სადოქტორო კურსები გაიარა ბოლონიის უნივერსიტეტში.
    ამჟამად  ის არის შოთა რუსთაველის   თეატრისა და კინოს სახელმწიფო  უნივერსიტის დოქტორანტი და ასისტენტ-პროფესორი. იგი ასევე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
 ჩატარებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო მასტერკლასი და წლებია ხელმძღვანელობს საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლას საქართველოს რეგიონებში.
    მუშაობდა კინოტერმინების კვლევასა და ქართულენოვანი შესატყვისების შემუშავებაზე, რის შემდეგაც როგორც ავტორ-შემდგენელს გამოცემული აქვს “კინოტერმინების ლექსიკონი” (4000-მდე  ტერმინი ქართულ-ინგლისურად).
    2007 წლიდან დღემდე არის საპროდიუსერო კომპანია GFM Studio-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

"ქართული ფილმი" საერთაშორისო ასპარეზზე

„XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“

ალექსანდრე რეხვიაშვილი, 1978

პრიზი „ოქროს დუკატი“ რეჟისურისთვის, FI-PRESCI-ს პრიზი, OCIC-ი პრიზი „ოპტიმიზმისა და სიკეთის დამკვიდრებისათვის“, კინოს საერთაშორისო კონფედერაციის პრიზი, მანჰაიმის (გფრ) XXVIII სკფ, 1979.

“ალყა”

ომარ გვასალია, 1990

პრიზები: საუკეტესო მუსიკისთვის (თემურ ბაკურაძეს), საუკეთესო ხმისთვის (გარი კუნცევს), შავი ზღვის ქვეყნების I სკფ „ოქროს არწივი“, თბილისი, 1992.

„აპრილის სუსხი“

თორნიკე ბზიავა, 2009

პრიზი ფესტივალის საუკეთესო ფილმისთვის, კაპალბიოს (იტალია), მოკლემეტრაჟიანი ფილმების XVII  სკფ, 2010; პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის, ევროპული დამოუკიდებელი კინოს სკფ, პარიზი (საფრანგეთი), 2011.

„აშუღ ყარიბი“

სერგო ფარაჯანოვი, დოდო აბაშიძე, 1988

ევროპული კინოაკადემიის პრემია „ფელიქსი“ მხატვრის საუკეთესო ნამუშევრისთვის (შოთა გოგოლაშვილს, გიორგი ალექსი-მესხიშვილს, ნიკოლოზ ზანდუკელს), 1988; ჟიურის სპეციალური პრიზი (სერგო ფარაჯანოვს), სტამბოლის (თურქეთი) სკფ, 1989; რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ 4 ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (სერგო ფარაჯანოვს, დოდო აბაშიძეს), ოპერატორის საუკეთესო ნამუშევარი (გიორგი ალექსი-მესხიშვილს, შოთა გოგოლაშვილს, ნიკოლოზ ზანდუკელს), 1990.

„გზაჯვარედინი“

ლევან კიტია, 1991

„ბრინჯაოს ამფორა“ (Anfora memorial d Aqua), მონტეკატინის (იტალია) სკფ, 1992.

„ერთი ნახვით შეყვარება“

პრიზი როტერდამის (ნიდერლანდი) სკფ, 1979.

„ზღვარზე“

დიტო ცინცაძე, 1993

„ვერცხლის ლეოპარდი“, ლოკარნოს (შვეიცარია) სკფ, 1993; პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, შავი ზღვის ქვეყნების სკფ „ოქროს არწივი“, 1993.

„იყო შაშვი მგალობელი“

ოთარ იოსელიანი, 1970

იტალიის კინომატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, 1972

„ლომა“

ბიძინა რაჭველიშვილი, 1987

პრიზი „ლუკასი“, მაინის ფრანკფურტის (გფრ) საბავშვო ფილმების XIV სკფ, 1988.

„მიჯაჭვური რაინდები“

გოდერძი ჩოხელი, 1999

პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (კახი კავსაძეს), დსთ და ბალტიის ქვეყნების ღია კფ „კინოშოკი“, ანაპა (რუსეთი), 1999.

„ნუცას სკოლა“

მერაბ კოკოჩაშვილი, 2000

პრიზი „ვერცხლის რაინდი“, სლავი და მართლმადიდებელი ხალხების სკფ „ ზოლოტოი ვიტიაზ“ რიაზანი (რუსეთი), 2001;  პრიზი საუკეთესო სახვითი გადაწყვეტისთვის (გოგი ტატიშვილს, კოტე ჯაფარიძეს), საუკეთესო გამოსახულებისთვის (დავით გუჯაბიძეს), პრიზი „სულიერი სიმამაცის ეკრანული სახის შექმნისათვის“ (ზაზა პაპუაშვილს), სკფ „ლისტოპადი“ მინსკი (ბელარუსია), 2001;

„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“

ლანა ღოღობერიძე, 1978

გრან-პრი სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XXII სკფ, 1979;  მთავარი პრიზი XII საკავშირო კფ აშხაბადი (თურქმენეთი), 1979.

„სხვისი შვილები“

თენგიზ აბულაძე, 1958

II პრიზი- “ვერცხლის ნეადა“ პორეტა-ტერმეს (იტალია) სკფ, 1960;  ლონდონის სკფ პრიზი, 1960.

„ქორწილი“

მიხეილ კობახიძე, 1964

გრან-პრი FIPRESCI-ს პრიზი, „ინტერფილმის“ პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების XII სკფ, 1965;  სპეციალური პრიზი სატელევიზიო ფილმების I საკავშირო ფესტივალი კიევი (უკრაინა), 1965;  ჟიურის დიდი პრიზი ახალგაზრდა კინოხელოვანთა VI საერთაშორისო შეხვედრა, კანი (საფრანგეთი), 1965;  პრიზი ბუენოს-აირესის (არგენტინა) მოკლემეტრაჟიანიფილმების V სკფ, 1966.

„ადგილის დედა“

გოდერძი ჩოხელი, 1978

გრან-პრი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების XXVIII სკფ, 1982.

„ამაღლება“

ნოდარ მანაგაძე, 1977

ჟიურის პრიზი, სიტხესის (ესპანეთი) სკფ, 1988.

„არა მეგობარო“

გიო მგელაძე, 1993

გრან-პრი და „ინტერფილმის“ პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მიკლემეტრაჟიანი ფილმების XIX  სკფ, 1993; ჟიურის სპეციალური პრიზი, სტუდენტური და სადებიუტო ფილმების სკფ „მოლოდოსტ“, კიევი (უკრაინა), 1993.

“ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“

გიორგი შენგელაია, 1984

მთავარი პრიზი (გიორგი შენგელაიას), პრიზი ოპერატორის საუკეთესო ნამუსევრისთვის (ლევან პაატაშვილს), XVIII საკავშირო კფ (მინსკი, ბელარუსი) 1985; პრიზი „ვერცხლის დათვი“ რეჟისურისთვის, ბერლინის (გფრ) სკფ, 1986; ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრიზი წლის საუკეთესო ფილმისათვის, 1987.

„გიორგობისთვე“

ოთარ იოსელიანი, 1967

ჟორჟ სადულის პრიზი, FIPRESCI-ს პრიზი, კანის (საფრანგეთი) სკფ, 1968.

„ვალსი პეჩორაზე“

ლანა ღოღობერიძე, 1992

პრიზი La Navicella/Venezia Cinema, ვენეციის 9იტალია) სკფ, 1992; ეკუმენიკური ჟიურის პრიზი, ბერლინის (გფრ) სკფ, 1993.

„თბილისი-თბილისი“

ლევან ზაქარეიშვილი, 2005

ჟიურის სპეციალური პრიზი, ბიშკეკის (ყაზახეთი)სკფ „ ევრაზია“, 2005; პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის (ნიაზ დიასამიძეს), მონპელიეს (საფრანგეთი) სკფ, 2005; პრიზი რეჟისურისთვის, რუსეთის კინოკრიტიკოსთა გილდიის პრიზი (ლევან ზაქარეიშვილს), ჟიურის სპეციალური პრიზი „განსაკუთრებული ოსტატობისთვის, ჩვენი თანამედროვის სულიერი სამყაროს გახსნისტვის“ (ბაადურ წულაძეს), დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV ღია კფ  „კინოშოკი“, ანაპა (რუსეთი), 2005; პრიზი მამაკაცის საუკეტესო როლისთვის (გიორგი მასხარაშვილს), ბაქოს (აზერბაიჯანი)სკფ, 2005; გრან-პრი „ოქროს შროშანი“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სკფ goEast (ვისბადენი, გფრ), 2006; რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ (დსთ და ბალტიის ქვეყნების საუკეთესო ფილმი), 2006.

“ლაქა“

ალეკო ცაბაძე, 1986

პრიზი „ვერცხლის ლეოპარდის თვალი“, ლოკარნოს (შვეიცარია) სკფ, 1987; პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, XIV სკფ „ახალგაზრდობა და ფილმები“ (კოშალინო, პოლონეთი), 1987’ ჟიურის სპეციალური პრიზი, სატელევიზიო ფილმების XII საკავშირო ფესტივალი (მინსკი, ბელარუსი), 1987.

„ნეილონის ნაძვის ხე“

რევაზ ესაძე, 1986

მთავარი პრიზი „ოქროს პლატო“ აველინოს (იტალია) სკფ, 1987.

„ორომტრიალი“

ლანა ღოღობერიძე, 1986

პრიზი რეჟისურისთვის (ლანა ღოღობერიძეს), ტოკიოს (იაპონია) I სკფ 1987;  საპატიო მთავარი პრიზი (ლანა ღოღობერიძეს) კრეტეის (საფრანგეთი) კინომატოგრაფისტ ქალთა X  სკფ 1989.

„პირველი მერცხალი“

ნანა მჭედლიძე, 1975

პრიზი ოქროს „ფრთოსანი ჯიხვი“, პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (დოდო აბაშიძეს), თეირანის (ირანი) IV სკფ, 1975;  ოქროს მედალი, სპეციალური პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (დოდო აბაშიძეს), სპორტული ფილმების VI საკავშირო კფ მინსკი (ბელარუსი), 1976;  პრიზი საუკეთესო კინოკომედიისთვის, პრიზი საუკეტესო სცენარისთვის (ლევან ჭელიძეს), პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (დოდო აბაშიძეს), IX საკავშირო კფ ფრუნზე (ყირგიზეთი), 1976;  საპატიო პრიზი და დიპლომი, ბარსელონის (ესპანეთი) ფერადი ფილმების სკფ, 1976;  გრან-პრი FIPRESCI-ს პრიზი „სპორტისა და იუმორის წარმატებული შეხამებისათვის“, ობერჰაუზენის (გფრ) სპორტული ფილმების სკფ, 1977.

„ჯარისკაცის მამა“

რევაზ ჩხეიძე, 1964

პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (სერგო ზაქარიაძეს), მოსკოვი (სსრკ, რუსეთი) სკფ, 1965;  კორკის (ირლანდია) სკფ პრიზი, 1965;  პრიზი („კაპიტოლიუმის იუპიტერი“, რომის (იტალია) II სკფ, 1966.

„ავტოპორტრეტი“

ერეკლე ბადურაშვილი, 1987

ჟიურის სპეციალური პრიზი სახვითი გადაწყვეტისთვის (ოპერატორ გიორგი ხაინდრავას, მხატვარ ვასილ არაბიძეს), სტუდენტური და სადებიუტო ფილმების ღია კფ „მოლოდოსტ’, კიევი (უკრაინა), 1988.

„ამბავი სურამის ციხისა“

სერგო ფარაჯანოვი, დოდო აბაშიძე, 1984

დიდი პრიზი რეჟისურისთვის, სიტხესის (ესპანეთი) სკფ, 1986; სპეციალური პრიზი, როტერდამის (ნიდერლანდი) სკფ, 1986; სპეციალური პრიზი, ტროიას (პორტუგალია) სკფ, 1986; პრიზი საუკეთესო გახმოვანებისთვის, ბეზანსონის (საფრანგეთი) სკფ „მუსიკა და კინო“, 1987;  პრიზი „კრიტიკოსის დროშა“ სან-პაულუს(ბრაზილია) XV სკფ, 1987.

„არასერიოზული კაცი“

დიმიტრი ბათიაშვილი, 1980

პრიზი, სატელევიზიო ფილმების IX საკავშირო ფესტივალი (ერევანი, სომხეთი), 1981

„ბესამე“

ნინო ახვლედიანი, 1989

ჟიურის პრიზი, კოტბუსის (გფრ) სკფ, 1991.

„დედუნა“

დავით ჯანელიძე, 1985

პრიზი საუკეთესო საბავშვო და საყმაწვილო ფილმისთვის, XIX საკავშირო კფ, 1986; გრან-პრი, მანჰაიმის (გფრ) სკფ, 1987.

„ვედრება“

თენგიზ აბულაძე, 1967

გრან-პრი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XVII სკფ, 1974.

„ისინი“

ლევან ზაქარეიშვილი, 1992

პრიზები: რეჟისურისთვის (ლევან ზაქარეიშვილს), მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ზაზა კოლელიშვილს) საუკეთესო სახვითი გადაწყვეტისთვის (თამარ ფოცხიშვილს), შავი ზღვის ქვეყნების I სკფ „ოქროს არწივი“ (თბილისი),1992; პრიზი რეჟისურისთვის, ჩიკაგოს (აშშ) სკფ, 1994.

„ლუკას სახარება“

გოდერძი ჩოხელი, 1998

პრიზი საუკეთესო სცენარისთვის,  დსთ და ბალტიის ქვეყნების ღია კფ „კინოშოკი“, ანაპა (რუსეთი), 1998.

„მოცურავე“

ირაკლი კვირიკაძე, 1981

მთავარი პრიზი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების სკფ, 1987.

„ნატვრის ხე“

თენგიზ აბულაძე, 1976

მთავარი პრიზი X საკავშირო კფ რიგა (ლატვია), 1977;  პრიზი ოქროს „ფრთოსანი ჯიხვი“, თეირანის (ირანი) VI სკფ 1977;  პრიზი ეროვნული ლიტერატურული ნაწარმოების საუკეთესო ხოცშესხმისათვის, კარლოვივარის (ჩეხეთ-სლოვაკეთი) XXI სკფ 1978;  იტალიის კინოაკადემიის პრემია „დონატელოს დავითი“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, 1979;  რომანტიკული ფილმების I სკფ პრიზი, კაბური (საფრანგეთი), 1983.

„ოცნებების სასაფლაო“

გიორგი ხაინდრავა, 1997

ჟიურის სპეციალური პრიზი და რუსეთის კინოკრიტიკოსთა პრიზი, რუსეთის ღია კფ „კინოტავრი“, 1997;  ჟიურის სპეციალური პრიზი სან-ფრანცისკოს (აშშ) ღვინის ქვეყნების ფესტივალი, 1997;  მთავარი პრიზი და კინოკრიტიკოსთა პრიზი VI სკფ „ოქროს არწივი“, 1997.

„სამოთხის გვრიტები“

გოდერძი ჩოხელი, 1997

გრან-პრი დსთ და ბალტიის ქვეყნების  ღია კფ  „კინოშოკი“, ანაპა (რუსეთი), 1997’  ჟიურის პრიზი უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის, „რწმენის, იმედის და სიყვარულისთვის“, სკფ „ლისტოპადი“ მინსკი (ბელარუსი), 1999.

„ქალაქი ანარა“

ირაკლი კვირიკაძე, 1976

გრან-პრი „დიდი უკუდო კატა“, ჟიურის პრიზები საუკეთესო როლებიათვის (სესილია თაყაიშვილს და რეზო ესაძეს), გაბროვოს (ბულგარეთი) კომედიური ფილმების სკფ, 1977;  FIPRESCI-ს პრიზი ლოკარნოს (შვეიცარია) სკფ, 1978.

„ცოდვის შვილები“

გოდერძი ჩოხელი, 1989

II პრიზი „ვერცხლის ნიმფა“ მონტე-კარლოს სატელევიზიო ფილმებისა და პროგრამების სფ, 1991;  II პრიზი ხიროსიმას (იაპონია) სატელევიზიო ფილმების სფ, 1991;  პრიზები: საუკეთესო სცენარისთვის (გოდერძი ჩოხელს), საუკეთესო მუსიკისთვის იაკობ ბობოხიძეს), შავი ზღვის ქვეყნების I სკფ „ოქროს არწივი“ (თბილისი), 1992.

„ათოვდა ზამთრის ბაღებს“

გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1984

ჟიურის სპეციალური პრიზი, კიაჩიანოტერმას (იტალია) სატელევიზიო ფილმების VI სფ „ტელეკონფროტო“, 1988

„ანგელოზის გადაფრენა“

ნოდარ მანაგაძე, 2000

პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, სლავი და მართლმადიდებელი ხალხების სკფ „ზოლოტოი ვიტიაზ“ (ტამბოვი, რუსეთი), 2001.

„არ იდარდო“

გიორგი დანელია, 1969

ჟიურის სპეციალური პრიზი „კონდორი“, მარდელ-პლატას (არგენტინა) X სკფ, 1970; პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ვახტანგ კიკაბიძეს), კართახენას (კოლუმბია) X სკფ, 1970.

„ბეღურების გადაფრენა“

თემურ ბაბლუანი, 1980

ჟიურის პრიზი, სტუდენტური და სადებიუტო ფილმების კფ  „მოლოდოსტ“, კიევი (უკრაინა), 1981; პრიზი რეჟისურისთვის, აშდოდის (ისრაელი) სკფ, 1990.

„დიდი მწვანე ველი“

მერაბ კოკოჩაშვილი, 1967

პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (დოდო აბაშიძეს), ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის (გიორგი გერსამიას), ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის კფ „პრომეთე“ (ერევანი, სომხეთი), 1968.

„ვერის უბნის მელოდიები“

გიორგი შენგელაია, 1973

I პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის, I პრემია ქალის საუკეთესო როლისთვის (სოფიკო ჭიაურელს), VII საკავშირო კფ (ბაქო, აზერბაიჯანი), 1974;  OCIC-ის პრიზი „ოპტიმიზმისა და სიკეთის დამკვიდრებისათვის“, სან-სებასტიანის (ესპანეთი) XXII სკფ, 1974.

„მაგდანას ლურჯა“

თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, 1955

პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის (მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი), კანის (საფრანგეთი) სკფ, 1956.

„მდგმურები“

დავით ჯანელიძე, 1989

კრიტიკოსთა პრიზი „კვირის ვარსკვლავი“, მიუნხენის (გფრ) სკფ, 1990; გრან-პრი „ოქროს ანტიგონე“, მონპელიეს (საფრანგეთი) სკფ, 1992.

„მონანიება“

თენგიზ აბულაძე, 1984

მთავარი პრიზი, XX საკავშირო კფ (თბილისი,საქართველო), 1087; ჟიურის დიდი პრიზი, FIPRESCI-ს პრიზი, ეკუმენიკური ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის, კანის (საფრანგეთი) სკფ, 1987; აკაპულკოს (მექსიკა) XII სკფ პრიზი, 1987;  სიდნეის (ავსტრალია) სკფ პრიზი 1987;  იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია წლის საუკეთესო უცხოურიფილმისთვის, 1987;  „ვერცხლის დათვი“ მამაკაცის საუკეთესო (ავთო მახარაძეს), ბერლინის სკფ, 1988;  ჟიურის სპეციალური პრიზი „ოქროს ჰიუგო“ (თენგიზ აბულაძეს), „ვერცხლის ჰიუგო“ მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ავთანდილ მახარაძეს), ჩიკაგო (აშშ) სკფ, 1988;  „ანდრეას პრიზი“ ოსლოს (ნორვეგია) სკფ, 1988;  იესტ ბორდსუნის პრიზი, ჰაუგესუნდის (ნორვეგია) XV სკფ, 1988;  მთავარი პრიზი რიმინის (იტალია) IV სკფ, 1989;  კრიტიკოსთა პრიზი „კვირის ვარსკვლავი“ მიუნხენის (გფრ) სკფ, 1989;  სსრკ კინოაკადემიის პრემია „ ნიკა“ 6 ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო სცენარი (თენგიზ აბულაძეს, რევაზ კვესელავა, ნანა ჯანელიძე), საუკეთესო რეჟისურა (თენგიზ აბულაძე), ოპერატორის საუკეთესო ნამუშევარი (მიხეილ აგრანოვიჩს), მამაკაცის საუკეთესო როლი (ავთანდილ მახარაძეს), მხატვრის საუკეთესო ნამუშევარი (გიორგი მიქელაძეს), 1988.

„რჩეული“

მიხეილ კალატოზიშვილი, 1991

ჟიურის სპეციალური პრიზი მადრიდის (ესპანეტი) სკფ, 1992;  პრიზი ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის (არჩილ ახვლედიანს), პრიზი მხატვრის საუკეთესოა ნამუშევრისათვის (თამარ ფოცხიშვილს), შავი ზღვის ქვეყნების I  სკფ „ოქროს არწივი’ (თბილისი), 1992.

„ფიროსმანი“

გიორგი შენგელაია, 1969

ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია Suther-land Trophy ყველაზე ორიგინალური და ხატოვანი ფილმისათვის, 1973;  მთავარი პრიზი „ოქროს ჰიუგო“ (Gold Hugo0, ჩიკაგოს (აშშ) სკფ, 1974;  პირველი პრემია საუკეთესო ბიოგრაფიული კინონაწარმოებისათვის, აზოლას (იტალია) სკფ, 1974.

„ხმელი წიფელი“

მერაბ კოკოჩაშვილი, 1957

ვერცხლის მედალი ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალი ვენა (ავსტრია), 1960.

„ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“

ზაალ კაკაბაძე, 1989

ჟიურის სპეციალური პრიზი, კინო და ვიდეო ფილმებისა და სატელევიზიო პროგრამების სფ POST-MONTE-REUX, სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი), 1992.

„ანემია“

ვახტანგ კოტეტიშვილი, 1987

პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ლევან აბაშიძეს), სტუდენტური და სადებიუტო ფილმების ღია კფ „მოლოდოსტ“, კიევი (უკრაინა), 1988.

„აქ თენდება“

ზაზა ურუშაძე, 1998

ჟიურის სპეციალური პრიზი, დსთ და ბალტიის ქვეყნების ღია კფ „კინოშოკი“,ანაპა (რუსეთი), 1998; პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (ამირან ჭიჭინაძეს, ზაზა ურუშაძეს), ალმა-ათის (ყაზახეთი) I სკფ „ევრაზია“, 1998; მაყურებელთა სიმპატიის პრიზი, ერევნის (სომხეთი) სკფ 1998; პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ზურაბ ბეგალიშვილს), სტუდენტური და  სადებიუტო ფილმების სკფ „მოლოდოსტ“, კიევი (უკრაინა), 1999.

„გაღმა ნაპირი“

გიორგი ოვაშვილი, 2008

პრიზები: საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო რეჟისურისტვის, სიეტლის (აშშ) XXXV სკფ, 2009; გრან-პრი „ოქროს შროშანი“, FIPRESCI-ს პრიზი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სკფ goEast (ვისბადენი, გფრ), 2009; გრან-პრი „ოქროს ალჰამბრა“ (Golden Alham-bra) და პრემია, გრანადის (ესპანეთი) III სკფ „სამხრეთის კინო“ (Cines del Sur), 2009; საერთაშორისო ჟიურის პრიზი, VII სკფ Paris Cinema, პარიზი (საფრანგეთი), 2009;
მთავარი პრიზი „ოქროს გარგარი“, ერევნის (სომხეთი) VI სკფ, 2009;  პრიზები: საუკეტესო რეჟისურისთვის (გიორგი ოვაშვილს), მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (თედო ბექაურს), კინოავტორთა ასოციაციის ჟიურის პრიზი საუკეთესო ინტერნაციონალური ფილმისთვის, ანტალიის (თურქეთი) სკფ „ოქროს ფორთოხალი“, 2009.

„ეი, მაესტრო“

ნოდარ მანაგაძე, 1987

I პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის, XXI საკავშირო კფ (ბაქო, აზერბაიჯანი), 1988; ჟიურის სპეციალური პრიზი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XXXI სკფ, 1987.

„კავკასიის ტყვე“

გიორგი კალატოზიშვილი, 1975

FIPRESCI-ს პრიზი, მონტე-კარლოს სატელევიზიო ფილმებისა და  პროგრამების XVIII საერთაშორისო ფესტივალი, 1978.

„ლეონარდო“

დავით ნაცვლიშვილი, 1993

ჟიურის სპეციალური პრიზი, მონპელიეს (საფრანგეთი) სკფ, 1993.

„მაცი ხვიტია“

გიორგი შენგელაია, 1966

ბერგამოს (იტალია) X სკფ პრიზი, 1964.

„მოგზაურობა სოპოტში“

ნანა ჯორჯაძე, 1980

გრან-პრი, პრიზი ტილ ულენშპიგელი სატირისა და იუმორისთვის, FIPRESCI-ს პრიზი, „ინტერფილმის“ პრიზი, ობერჰაუზენის (გფრ) მოკლემეტრაჟიანი ფილმების XXXIII სკფ, 1987.

„პეპელა“

ნელი ნენოვა, გენო წულაია, 1978

ჟიურის და მაყურებელთა პრიზები, სატელევიზიო ფილმების VIII საკავშირო ფესტივალი ბაქო (აზერბაიჯანი), 1979.

„რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“

ნანა ჯორჯაძე, 1986

პრიზი „ოქროს კამერა“ (Camera d,Or), კანის (საფრანგეთი) სკფ, 1987;  ჯიურის პრიზი ტოკიოს (იაპონია) სკფ, 1988.

„უძინართა მზე“

თემურ ბაბლუანი, 1992

გრან-პრი კონკურსში „კინო ყველასათვის“, რუსეთის ღია კფ „კინოტავრი“ სოჭი (რუსეთი), 1992;  ჟიურის სპეციალური პრიზი „ვერცხლის დათვი“, ბერლინის სკფ, 1992;  მთავარი პრიზი ინტერფესტი (მოსკოვი), 1994;  მთავარი პრიზი III სკფ „ოქროს არწივი“, ბათუმი (საქართველო), 1994;  პრიზები მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ელგუჯა ბურდულს) და საუკეთესო სამსახიობოანსამბლის შექმნისთვის (თემურ ბაბლუანს), კფ „სოზვეზდიე-93“ (რუსეთი), 1993;  რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (ელგუჯა ბურდულს), 1993.

„ჩვენი ეზო“

რევაზ ჩხეიძე, 1956

ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, მოსკოვი, 1957.

„ვაშლის ხე“

შადიმან ჭავჭავაძე, 1987

ჟიურის სპეციალური პრიზი ანიმაციურკინოში ორიგინალური ხერხების ძიებისათვის, სკფ „ლისტოპადი“ მინსკი (ბელარუსი0, 1999.

„ო, მოდა, მოდა!“

ვახტანგ ბახტაძე, 1968

II პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, IV საკავშირო კფ, მინსკი (ბელარუსი), 1970; რუმინეთის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის სპეციალური პრიზი „ამინი“, მამაის (რუმინეთი) ანიმაციური ფილმების სკფ, 1970.

„ჩხიკვთა ქორწილი“

არკადი ხინთიბიძე, 1957

III პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, საკავშირო კფ, მოსკოვი, 1958.

„ჭირი“

დავით თაყაიშვილი, 1983

ჟიურის პრიზი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, კანის (საფრანგეთი) სკფ, 1984.

„ხელმარჯვე ოსტატი“

ვახტანგ ბახტაძე, 1957

პრიზი საკავშირო კფ, მოსკოვი (რუსეთი), 1958.