ლაბორატორია

კინოფირის სკანირება

ფირის სკანერი  “CINTEL DATA MILL”

  • 35 მმ. ფირის (ნეგატიური, პოზიტიური, ლავანდა, ინტერმედიატი) სკანირება
  • 16 მმ. ფირის (ნეგატიური, პოზიტიური, ლავანდა, ინტერმედიატი) სკანირება
  • 8 მმ. ფირის (ნეგატიური, პოზიტიური, ლავანდა, ინტერმედიატი) სკანირება
  • ხმის დიჯიტალიზაცია
  • ოპტიკური ფონოგრამის სკანირება
  • ფონოგრამის დასინქრონება

   მონტაჟი „FINAL CAT PRO”- ში

  • ფერადი ფირის ფერების კორექცია
  • შავ-თეთრი ფირის შუქის კორექცია
  • გამოსახულებისა და ხმის სინქრონიზაცია

“GTM DEBRIE MINIPLEX”

  • 35 მმ. ფერადი ნეგატივის გამჟღავნება

ციფრული ფაილების დამზადება „FULL HD” ხარისხში.

ნებისმიერი ფორმატის ? მატარებლიდან  “DVD” დისკის დამზადება.

“BETACAM” – დან DVD – ზე  კომპიუტერული ფაილის დამზადება.

„DVCAM” – დან  DVD დისკის ან ციფრული ფაილის დამზადება.„VHS” – დან DVD დისკის ან ციფრული ფაილის დამზადება.

კინოფირის სკანირება

კინოფირის სკანირება

კინოსტუდიაში არსებობს რამდენიმე კინოფორმატის პროფესიული სკანერი: 8, 16, 35 მმ-იანი (მათ შორის super 8, super 16, super 35). სკანირების შედეგად  იქმნება ზუსტი ციფრული დუბლიკატი, რომელიც არაფრით გამოირჩევა ორიგინალური ფირისგან და არა აქვს ხელოვნურად დამატებული ეფექტები. ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით  ამ პროცესის ყველა ეტაპს. არაკომპრესირებული DPX  და ProRes  ფაილები გადაგვაქვს მყარ დისკზე, რომელიც მაქსიმალურად სანდოა ხარისხის შესანარჩუნებლად. ასევე ვქმინით საჩვენებელ ასლებს, რომლის ნახვაც ნებისმიერი ფორმატის ფაილშია შესაძლებელი.

კინოფირის დამუშავება

ლაბორატორიაში მიმდინარეობს კინოფირის შემოწმება, წმენდა და ფიზიკური აღდგენა. ძველი, საარქივო ფირები საჭიროებენ პერიოდულ შემოწმებას, დატენიანებას, წმენდას და დახარისხებას. ყველა  ეს პროცედურა ხდება ხელით სუფთა დანადგარებზე და მოწმდება სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს ფირთან მუშაობის  20  წლიანი და მეტი გამოცდილება. სკანირებამდე ყველა ეს პროცესი აუცილებლად გასავლელია.

კინოფირის დამუშავება

გამოსახულების რესტავრაცია

ფირზე შემონახულ გამოსახულებას შესაძლოა გააჩნდეს შემდეგი ტიპის ხარვეზები: მტვერი, ლაქები, ნაკაწრები, ვუალი (გამოსახულების გაფერმკრთალება), რომელიმე დომინანტური ფერის პრობლემა, ცუდი შეწებება გადამბებს შორის, ფირის ხტომა სკადრო ჩარჩოში, გაცვეთილი ან დახეული პერფორაციები და სხვა. ამ პრობლემების მოგვარება ხდება პირველ რიგში ფიზიკური ჩარევით, ხოლო შემდეგ ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიებით. რამდენიმე სპეციალისტისგან შემგდარი ჯგუფი მუშაობს ამ ხარვეზების გამოსწორებაზე, რათა ფილმმა დაიბრუნოს საწყისისი იერსახე. ფილმის კორექციებს საბოლოო ციფრული პროდუქტის მისაღებად სასურველია ესწრებოდეს ფილმზე მომუშავე რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი ან სპეციალური კომისია, რათა მოხდეს საკითხის შემოქმედებითი შეფასება და ფილმმა არ დაკარგოს ის ესთეტიკა, რაც ავტორებმა მისი შექმნისას ჩაიფიქრეს.

ტრანსფერები

ვიდრე არ გაიგებ რა ვიდეომასალას ფლობ შენს არქივში,  რთულია გაიგო მისი ღირებულება და მნიშვნელობა, აქედან გამომდინარე მისგან გენერირებული შემოსავლების შეფასება. დრო კი ულმობელია ვიდეოფირის მიმართ, ამასთან მისი ხშირი გამოყენებაც იწვევს მის გაფუჭებას. ზოგჯერ ის კასეტაში დაგლეჯილია, ან მოშორებულია კოჭს, რადგან ვიდეოფირის შემადგენლობაში არის რკინის ოქსიდი პლასტიკური დაფენით. ის იშლება  სხვადსხვა ადგილზე  და გამოსახულება ხდება ალაგ-ალაგ უხილავი და დაზიანებული.

როგორც წესი ამ დროს პრობლემები იმატებს. მაგრამ ის ვიდეოფირებიც კი რომლებიც კარგად არის შენახული და მოვლილი, დროთა განმავლობაში მაინც კარგავენ ხარისხს.

ყველა ფირის ფორმატი იყენებს თავის ფლეიერს, ანუ გამშვებს, საიდანაც ხდება ანალოგიური სიგნალების აღდგენა, რაც მიმდინარეობს  ტაიმკოდის კორექტორით, ყველა ეს პროცესი მიმდინარეობს სუფთა, დაცულ  უსაფრთხო გარემოში.ჩვენ გადაგვაქვს AVI ან Quicktime ფაილი მყარ დისკზე საარქივო  სივრცეში შენახვისთვის.    ვაწარმოებთ  ხელმისაწვდომ  საარქივო ასლებს  ყველა სახის გარე მედია საშუალებისთვის., მათ შორის DVD ან Blu-ray დისკებზე. .

ტრანსფერები

ხმის რესტავრაცია

ხმის რესტავრაციის პირველი საფეხური არის ოპტიკური ან მაგნიტური ფირის მაღალხარისხიან ციფრულ ფორმატში გადატანა, რასაც მოყვება მისი გასუფთავება, ციფრული დამუშავება, ნაკლოვანი მხარეების გამოსწორება და ა. შ. ნაკლული ან დაზიანებული ნაწილების შემთხვევაში ხდება მათი შევსება სხვა შესაძლო ასლებიდან (თუნდაც უფრო დაბალო ხარისხის) ან გამოუვალ შემთხვევებში თავიდან გადახმოვანება, რათა შეივსოს და არ აცდეს ხმა გამოსახულებას. რესტავრაციის დასრულების შემდეგ ფილმის გამოსახულებასთან სრული შეჯერება და ტესტირება სპეციალურ დარბაზში. ამის შემდეგ თუ რამე ხარვეზი აღმოჩნდება ფილმის რომელიმე ნაწილში, ის უბრუნდება სპეციალისტს შესასწორებლად.
კინოსტუდიაში შესაძლებელია მუშაობა შემდეგ აუდიოფორმატებზე:
1/4„მაგნიტური ფირის ჩაწერა (სრული, ნახევარი, მეოთხედი, Nagra 2 track; 1 7/8, 3¾, 7½, 15 IPS)
ოპტიკური დისკები (CD Rom, DVD, Mini Disc)
ვიდეოკასეტის გადაწერა
16 მმ და 35მმ ოპტიკური ფირის ხმის გადაწერა.
16მმ და 35 მმ მაგნიტური ფირის ხმის გადაწერა.